ისტორია
შპს ორიენტი დაარსდა 2002 წელს. იგი არის კარგად დამკვიდრებული ბიზნეს კომპანია, რომელიც საქმიანობს კვებისა და არასასურსათო სექტორში მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანიის მიზანი დაარსების დღიდან დღემდე იყო და არის მომხმარებელთა კმაყოფილებაზე ფოკუსირება და ხარისხიანი პროდუქციის უსწრაფესად და შეუფერხებლად მიწოდება. შპს ორიენტი, რომლის ცენტრალური საწყობიც მდებარეობს თბილისში, მომსახურებას უწევს, ამარაგებს ასევე 3 ქვესაწყობს, მდებარეს ბათუმში, ქუთაისსა და კახეთში.
ხედვა
შპს ორიენტის ხედვაა, განაგრძოს თავისი ბიზნეს კლიენტებისათვის საუკეთესო ხარისხის სერვისის მიწოდება და შეინარჩუნოს ფასეულობები ინდუსტრიაში წამყვან პოზიციაზე ყოფნის გზით. კომპანიის მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს მომხმარებელთა პოზიტიური მოლოდინების გამართლება და დაკმაყოფილება არა მხოლოდ პროდუქციის სასურსათო კატეგორიაში შეთავაზებით, არამედ პროდუქციის ფართო ასორტიმენტის შეთავაზებით არასასურსათო სექტორშიც და რაც მთავარია, ამ ყოველივეს წარმატებით განხორციელება. შპს ორიენტი მიზნად ისახავს გამოიყენოს მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა და შეინარჩუნოს წამყვანი პოზიცია სექტორში თავისი მუდმივად განვითარებადი და მზარდი ბიზნეს სტრუქტურით.
მისია
შპს ორიენტის მისიაა უზრუნველყოს მომხმარებლის კმაყოფილება საერთაშორისო დონეზე ცნობილი მწარმოებელი კომპანიების მიერ წარმოებული მაღალი ხარისხის პროდუქტების უსწრაფესი და საიმედო გზით მიწოდებით, რაშიც მას ხელს უწყობს როგორც მრავალწლიანი გამოცდილება, ისე კომპანიის ცნობადობა და სიძლიერე სექტორში. კომპანიის ცნობადობა და სიძლიერე კი, თავის მხრივ, მრავალი წლის განმავლობაში კვალიფიციური დისტრიბუციის განხორციელებასა და როგორც პარტნიორ კომპანიათა, ისე მომხმარებელთა კომპანიისადმი ნდობის მოპოვებას გულისხმობს. გარდა ამისა, კომპანიის მისიაა, წვლილი შეიტანოს საქართველოში როგორც ბიზნეს სექტორის, ისე დასაქმების სექტორის განვითარებაში და ხელი შეუწყოს თავისი დასაქმებული პირების პროფესიულ წინსვლას.